მთავარი საზოგადოება “ვპირდები ხელისუფლებას, სანამ რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ,” – ნიკა გვარამია

“ვპირდები ხელისუფლებას, სანამ რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ,” – ნიკა გვარამია

“ვპირდები ხელისუფლებას, სანამ რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ,” – ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2 -ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ბრძოლას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხელისუფლება აწარმოებს.

“ხელისუფლებას ვპირდები, ვიდრე რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გზა ჩაგვკეტვოდა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს ხელისუფლების თამაშია და თუ ვინმე ფიქრობდა, რომ იქნებ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის, ხელისუფლებამ ეს ეჭვები დღეს გაფანტა. ხელისუფლებამ დღეს შეგვიზღუდა ერთადერთი დარჩენილი გზა, გვქონდეს დაფინანსება მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მთელი აქცია ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი