მთავარი პოლიტიკა ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გაწირავდნენ ქუთაისს – თემურ შაშიაშვილი

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გაწირავდნენ ქუთაისს – თემურ შაშიაშვილი

0 869

 „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი შეშფოთებულია საქართველოში კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის ობიექტების მომრავლებით. და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ღვთისათვის და კაცისათვის ამ მიუღებელი საქმიანობით და დროულად აღკვეთონ ერის გამაუბედურებელი ობიექტების ფუნქციონერება. რაც ყოველივე ეროვნულისა და თავად ერის ფიზიკური მოსპობის მსოფლიოში აღიარებული ინსტრუმენტია.

„ყოველი მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანი შეძრწუნებული უნდა იყოს სათამაშო ბიზნესის ობიექტების, კაზინოების ასეთი მომრავლებით. ქვეყნების უმრავლესობას, უპირველესად დემოკრატიულ ქვეყნებს, აკრძალული აქვთ, ან უდიდესი შეზღუდვა აქვთ დაწესებული კაზინოებზე, ტოტალიზატორებზე, სათამაშო ბიზნესზე საერთოდ. საქართველოში ბოლო ორი ათეული წელია, სრულიად საპირისპირო პროცესია. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, უკანასკნელი ადგილობრივი არჩევნების წინ შეჩერებული პროცესი არჩევნების შემდგომ ყოველგვარ ზღვარს გადაცდა, კაზინოების ოდენობა სოკოებით იზრდება გამორჩეულად საკულტო და სააღმზრდელო დაწესებებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს პროცესი მთელ საქართველოს მოედო, განსაკუთრებით თბილისს, ბათუმს, ქუთაისს და დიდ ქალაქებს.

„სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს გვერდით სააკაშვილის რეჟიმის დროს აშენებული კაზინო დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. მსგავსი მაგალითები უამრავია. როგორც ბათუმელები ამბობენ, ბათუმი წალეკა კაზინოებმა. აცხადებს თემურ შაშიაშვილი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ვერ მალავს განსაკუთრებულ გულისტკივილს მის მშობლიურ ქალაქში კაზინოების არნახული მომრავლების გამო. „ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ასე გაწირავდნენ ქუთაისს! სამეფო სახლის და კლასიკური გიმნაზიის გვერდით კაზინოა, რომელიც ადგილობრივი არჩევნების მეორე დღესვე გახსნეს! სამარცხვინოა, რომ საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით, მორიგი სასტუმრო- სამორინეს მშენებლობის ნებართვა გაიცა. და ასეთი ფაქტები უამრავია – ქუთაისი მიაქვს სათამაშო ბიზნესს. საქართველოში სათამაშო ბიზნესის ასეთი გაფეტიშება თუ ხელისუფლების ინტერესიცაა, გასაგები ხდება, რატომ ვარ მათთვის მიუღებელი, რითაც ვამაყობ კიდეც“ აცახდებს „თეთრების“ ლიდერი, მისი თქმით, დამაფიქრებელია, რომ მიუხედავად იმისა, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკისადმი ერთგულებითაა სავსე, ყოველივე კარგ ამერიკულს შანთით ებრძვის. „ამერიკაში – კაზინოები პრაქტიკულად აკრძალულია რამდენიმე ქალაქის გარდა; ამერიკაში – სენატიც და კონგრესიც მაჟორიტარული არჩევნებით ყალიბდება. ამერიკაში – გამორიცხულია საკუთრების ხელყოფა; ჩვენთან კი სრულიად საპირისპირო პროცესებია: ქალაქებს და ტერიტორიულ ერთეულებს ართმევენ მაჟორიტარ დეპუტატებს, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაცვლად ამკვიდრებენ მორალურ და ზნეობრივ ღირებულებათა გაუგებარ ლიბერალიზაციას; ქვეყანას ავსებენ კაზინოებით, ადამიანთა გაღატაკების სხვა მსგავსი საშუალებებით. საკუთრება კვლავ დაუცველია“, –  აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი