მთავარი პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ინვესტორებს შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ინვესტორებს შეხვდება

0 701

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური პოტენციალის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და სიანვესტიციო გარემოს შეაფასებს.

გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი რაინერ ლინდრენი წარუძღვება, მინისტრი რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრებს. გაიმართება შეხვედრა გერმანიის საშუალო ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, რომელსაც გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარე მარკუს პელზნერი წარუძღვება.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს გერმანელ კოლეგასთან, გერმანის ფედერალური კანცლერის ოფისში, ბუნდესტაგსა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენელებთან. განხილული იქნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში 28-29 ოქტომბერს გასტანს. ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მაღალ დონეზე მიმდინარე დიალოგის გაგრძელებას წარმოადგენს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი