გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 15 მანქანა შეემატა

    0 700

    აღნიშნული მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოებს გადაეცემათ. ეკიპაჟების რაოდენობის ზრდა პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების საშუალებას შექმნის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დანაშაული იმ დრომდე აღიკვეთოს სანამ გარემოს ზიანი მიადგება.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური აღჭურვილობას რამდენიმე კვირის წინ მოტორიანი ნავებიც შეემატა, რის შემდეგაც წყლის ზედაპირზე პატრულირება მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    პრეზენტაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

    დღესვე გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებას მოუწოდა ჩაერთონ აქციაში -„ჩვენ ვიცავთ გარემოს, ჩვენ პატრიოტები ვართ!”

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი