მთავარი პოლიტიკა გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობის აზრით, საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა დიდია

გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობის აზრით, საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა დიდია

0 617

NDI-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობის აზრით, საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა დიდია.
შეკითხვაზე: როგორი პოლიტიკური გავლენა აქვს დღეს რუსეთს საქართველოზე? – გამოკითხულთა 48 %-ის შეფასებით, მისი პოლიტიკური გავლენა დიდია, 31 % ფიქრობს, რომ “საშუალო”, ხოლო 16 %-ის აზრით “მცირე/არანაირი”. 14 %-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება იგივე შეკითხვას ეკონომიკურ გავლენასთან მიმართებაში, რესპონდენტთა 31 %-ის აზრით, საქართველოზე რუსეთს დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს, 27-27 %-ის შეფასებით კი საშუალო, ან მცირე.
გამოკითხულთა 13 % მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე დიდი გავლენა აქვს კულტურული თვალსაზრისით, 11 %-ის შეფასებით კი, ასევე დიდი გავლენა არსებობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.
რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა საქართველოზე? – გამოკითხულთა უმეტესობა – 68 % მიიჩნევს, რომ რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე “მცირე ან არანაირი” პოლიტიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ასევე რესპონდენტების 50-დან70 %-მდე აზრით, მინიმალური უნდა იყოს საქართველოზე რუსეთის ეკონომიკური, კულტურული და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენაც.
ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობის – 44 %-ის აზრით, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა, 36 %-ის შეფასებით – იგივე დარჩა, 6 %-ის აზრით კი შემცირდა. რაც შეეხება იგივეს ევროკავშირთან მიმართებაში, რესპონდენტების 17 % ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოზე ევროკავშირის გავლენა გაიზარდა, 52 %-ის აზრით – იგივე დარჩა, 10 % კი ფიქრობს, რომ შემცირდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი