მთავარი რეგიონი აჭარაში ჩინეთის დელეგაცია ჩამოვიდა

აჭარაში ჩინეთის დელეგაცია ჩამოვიდა

0 627

16 ოქტომბერს აჭარას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სინძიანის პროვინციის გუბერნატორი, ქალაქ ურუმჩის მერი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და სხვა თანამდებობის პირები.

12166116_10203941279010631_1887774432_n

დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დახვდებიან. სტუმრები შეხვედრებს გამართავენ ბათუმის პორტის ადმინისტრაციაში, დაათვალიერებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის ბულვარს. დღის ბოლოს კი დელეგაცია ბათუმიდან ქუთაისში გაემგზავრება.

12165918_10203941278890628_716708399_n

დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში თბილისში გამართული ფორუმის „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში იმყოფებიან. 14 ოქტომბერს ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანგ უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმქის შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმჩის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის რეგიონის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი დაესწრნენ.

მარიამ კეკელიძე