მთავარი საერთო აქციის მონაწილეები ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის დროს 22.00 საათამდე აძლევენ

აქციის მონაწილეები ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის დროს 22.00 საათამდე აძლევენ

0 888

აქციის მონაწილე სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისთვის ვადას დღეს, 22.00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ შიმშილობას დაიწყებენ.
აღნიშნული მოთხოვნა აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ვლადიმერ პაპავას კაბინეტთან გამოთქვეს, სადაც აქციამ უნივერსიტეტის ეზოდან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ წითელი ბარათი იმის ნიშნად, რომ რექტორმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. მათივე თქმით, მიტანილი აქვთ უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის ფოტომასალა.
სტუდენტები რექტორს მოუწოდებენ წავიდეს თანამდებობიდან, ისინი სკანდირებენ – “წადი, წადი!”

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი