მთავარი პოლიტიკა ამ რეჟიმმა საქართველო გაასწორა მიწასთან, დემოკრატია მოისროლა სანაგვეზე

ამ რეჟიმმა საქართველო გაასწორა მიწასთან, დემოკრატია მოისროლა სანაგვეზე

0 715

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აშშ-ში გაემგზავრა. შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს ვაშინგტონში შეხვდება და რეზოლუციის პროექტს გააცნობს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მედიაში, მათ შორის „რუსთავი2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

„ამ რეჟიმმა საქართველო გაასწორა მიწასთან, დემოკრატია მოისროლა სანაგვეზე, სიღატაკემ მიაღწია აპოგეას. ჩვენს მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ივანიშვილის რეჟიმის მიერ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს. ეს არის პოლულარული თოქშოუების დახურვა, ინგა გრიგოლიას, „იმედის კვირის“, „რუსთავი2“-ის ფაქტიურად დახურვამდე მიყვანა“,-განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი