მთავარი პოლიტიკა „ამ მილს მოაქვს ერთადერთი – მხუთავი აირი“ – კანცელარიასთან აქცია გაიმართა

„ამ მილს მოაქვს ერთადერთი – მხუთავი აირი“ – კანცელარიასთან აქცია გაიმართა

0 680

მთავრობის კანცელარიასთან რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებები გააპროტესტს. აქცია პლატფორმამ „დაიცავი თავისუფლება“ გამართა.

„ამ მილს ჩვენი სახელმწიფოსთვის მოაქვს ერთადერთი – მხუთავი აირი. რამდენიმე დღის წინ, პოლონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მათ აუხდათ დიდი ხნის ოცნება. მან იგულისხმა ის, რომ პირველად, 40-იანი წლების შემდეგ, პოლონეთი უარს იტყვის რუსულ გაზზე. სწორედ, ყატარიდან შემოტანილი უფრო ძვირიანი გაზით გაათბობს პოლონეთს და მის მოსახლეობას.

ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ფასს იხდის პოლონეთი იმისთვის, რომ დაეხსნას რუსულ გაზს და ჩვენ დღეს გვეუბნებიან – როდესაც გვაქვს უფრო იაფიანი გაზი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან – თურმე უფრო ძვირიანი, რუსული გაზი კარგია და ეს უნდა დავიტოვოთ, როგორც ერთერთი შესაძლებლობა. ეს არის აბსურდი და ეს არის ტიპური მავნებლობა“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი