მთავარი უცხოეთის ამბები ამერიკაში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

ამერიკაში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ სანი-აილს-ბიჩში საცხოვებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
პირველადი მონაცემებით, აფეთქება საქვაბეში მოხდა. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
რამდენიმე ადამიანმა სერიოზული დამწვრობა მიიღო, რომლებსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ზოგიერთმა კი ტრავმები მიიღო, რადგან აფეთქების შედეგად შენობის კედლის ნანგრევები დაეცა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი