მთავარი ტექნოლოგიები Samsung Galaxy S6 წლის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა

Samsung Galaxy S6 წლის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა

„წლის სმარტფონის“ ჯილდო ტექნოლოგიურ გამოფენაზე T3 Samsung Galaxy S6-ს გადაეცა. 
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, „სამსუნგის“ სმარტფონმა ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა „წლის სმარტფონის“ ნომინაციაში, როგორებიც iPhone 6, Sony Xperia Z3 Compact, LG-ის G4 და HTC არიან. 
თუმცა, Apple-მა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა. წლის გაჯეტისა და წლის მოწყობილობის ნომინაციაში Apple Watch-ის სმარტ საათმა გაიმარჯვა. iPad Air 2-მა კი „წლის საუკეთესო ტაბლეტის“ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. წლის საუკეთესო ბრენდად კი Apple დასახელდა. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი