მთავარი ბიზნესი MANGO საქართველოში ბრუნდება

MANGO საქართველოში ბრუნდება

ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდი MANGO საქართველოში ბრუნდება და თბილისი ორი მაღაზიის სახით იქნება წარმოდგენილი. 
ესპანური ბრენდის პირველი მაღაზია ხვალ Tbilisi Mall-ში გაიხსნება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ხვალ საღამოს „მანგოს“ მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება. 
„წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის, ასევე ბავშვის ხაზი. მაღაზია 500 კვ. მეტრი ფართობზე იქნება განთავსებული“, – განაცხადა Tbilisi Mall-ის წარმომადგენელმა. 
„მანგოს“ მეორე მაღაზია უახლოეს ხანებში გაიხსნება სავაჭრო კომპლექს East Point-ში, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი გაიყიდება. 
აქართველოში MANGO-ს Retail Group Georgia წარმოადგენს.Retail Group Georgia 35-ზე მეტი გლობალური ბრენდის ფრენჩაიზ-პარტნიორი და Alhokair ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებას უწევს საქართველოში არსებულ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და კოსმეტიკის ბრენდ-მაღაზიებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი