მთავარი ტექნოლოგიები iPhone 6s-ისა და 6 Plus-ის გაყიდვებმა რეკორდი მოხსნა

iPhone 6s-ისა და 6 Plus-ის გაყიდვებმა რეკორდი მოხსნა

კომპანია Apple-ის ახალმა პროდუქციამ iPhone 6s-ისა და iPhone 6s plus-ის გაყიდვებმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და სამ დღეში 13 მილიონი ერთეული შეადგინა. 
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ამ მაჩვენებლით Apple-მა თავისივე წინა რეკორდი გააუმჯობესა – გასულ წელს გამოსული iPhone 6 და 6 Plus-ის გაყიდვებმა პირველ სამ დღეში 10 მილიონი ერთეული შეადგინა. 

„ეს ნამდვილად ფენომენალური შედეგია, რომლითაც ჩვენი კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველი კვირის გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოვხსენით. მოუთმენლად ველით 9 ოქტომბერს, როცა iPhone 6s-ისა და iPhone 6s plus-ის შეძენას კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში შეძლებენ“,- აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა ტიმ კუკმა. 

პირველ ეტაპზე iPhone 6s და iPhone 6s plus მსოფლიოს 10 ქვეყანაში – კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ჰონგ კონგში, ახალ ზელანდიაში, პუერტო-რიკოში, სინგაპურში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიყიდა. 9 ოქტომბრიდან Apple-ის ახალი პროდუქცია მსოფლიოს კიდევ 40 ქვეყანაში გაიყიდება. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი