მთავარი საზოგადოება 783 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა

783 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა

დღეს (4 სექტემბერს) კიდევ 783 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ბინები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“წინა მთავრობის სხდომაზე 1200 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, თუმცა რატომღაც არც ერთ მედიასაშუალებას არ გახსენებია ამ საკითხის გაშუქება. მაგრამ, ჩვენ ამ გეგმას მივყვებით. უკვე ათასობით დევნილს დავუკანონეთ ბინები და გადავეცით საკუთრებაში”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი