მთავარი საზოგადოება თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ვაკის პარკში სანიტარულ-მოვლით ღონისძიებებს იწყებს

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ვაკის პარკში სანიტარულ-მოვლით ღონისძიებებს იწყებს

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ვაკის პარკში სანიტარულ-მოვლით ღონისძიებებს იწყებს. კერძოდ შპს „ბიოაგროს“ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე, იჭრება 6 ძირი გამხმარი და ავარიული ხე. გარდა ამისა, შეიწამლება პარკის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები.

როგორც თბილისის მერიიდან გახდა ცნობილი ფიტოსანიტარული მონიტორინგი ვაკის პარკში არსებულ 430 ძირ მწვანე ნარგაობას ჩაუტარდა. შედეგად დადგინდა, რომ ხე-მცენარეებზე გავრცელებულია მავნებელ-დაავადებები, რომლებიც ხეების ნაწილობრივ ან სრულ დაზიანებას და ხმობას იწვევენ.

სწორედ მავნე ორგანიზმების შეზღუდვის მიზნით შპს „ბიოაგროს“ რეკომენდაციის საფუძველზე, დღეს 6 ძირი გამხმარი და ავარიული ხის მოჭრა იწყება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი