მთავარი საერთო 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულის ამოცნობა დნმ-ს საშუალებით მოხერხდა

13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულის ამოცნობა დნმ-ს საშუალებით მოხერხდა

0 2154

თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედრის ამოცნობა დნმ-ს საშუალებით მოხერხდა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შსს-ს ცნობით, ცხედარი მდინარე მტკვარმა ფონიჭალაში 23 აგვისტოს გამორიყა. ამის შემდეგ ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და გუშინ დადგინდა, რომ ნაპოვნია 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილი.
ამასთან, ამ დროისთვის, სტიქიის შედეგად დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი