მთავარი საერთო წყალტუბოში რამდენიმე ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა

წყალტუბოში რამდენიმე ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა

0 753

ხანძარი იყო წყალტუბოში, ცეცხლი ბუჩქნარს მოედო და რამდენიმე ჰექტარზე გავრცელდა. დამწვარია ერთერთი ადგილობრივის თხილის ბაღი.

შემთხვევის ადგილზე ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზესტაფონისა და სამტრედიის სახანძო სამაშველო სამსახურის ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ცეცხლის ჩაქრობას ქარიანი ამინდი უშლიდა ხელს. არსებობდა ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი