მთავარი სამართალი შსს-მ 4 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო (ვიდეო)

შსს-მ 4 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო (ვიდეო)

0 832

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული დავით წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა- კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 9 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 3 კილოს და 195 გრამს იწონის. ასევე ამოღებულია 432,30 გრ გამომშრალი მარიხუანა და 15 ძირი გამომშრალი კანაფი, რომელიც 1 კილოს და 495 გრამს იწონის. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი