მთავარი პოლიტიკა „ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვიყოთ სრულ მზადყოფნაში,” – ხიდაშელი რუსულ...

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვიყოთ სრულ მზადყოფნაში,” – ხიდაშელი რუსულ სამხედრო მანევრებზე

0 828

რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას და საქართველო არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რუსულ სამხედრო მანევრებს.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვიყოთ სრულ მზადყოფნაში, თუმცა ბუნებრივია, რომ რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ასეთ მოქმედებებს არ უნდა მივანიჭოთ. აგრესია ყოველდღიურად სახეზეა მათი მხრიდან, სხვადასხვა ფორმით განხორციელებული. ნებისმიერი დილა, რომელიც თენდება რუსი ჯარისკაცების ყოფნით ქვეყანაში და სრულდება, რა თქმა უნდა, ამ აგრესიის მუდმივი დადასტურება და გაგრძელებაა. ამასთან ერთად დამატებით 700 ჯარისკაცი სადმე გაივლის თუ არ გაივლის, ვფიქრობ, რომ ამით ბევრი არაფერი იცვლება. ეს პრობლემა უკვე სახეზეა, უზარმაზარია და მას ყველამ ერთად, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ერთად უნდა მივხედოთ,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი