მთავარი საზოგადოება ქურმუხის ტაძრის შეურაცხყოფა – საზოგადოება 11 სექტემბერს იკრიბება კანცელარიასთან

ქურმუხის ტაძრის შეურაცხყოფა – საზოგადოება 11 სექტემბერს იკრიბება კანცელარიასთან

აზერბაიჯანული კერძო ტელეკომპანიის ახალი სატელევიზიო რგოლი საქართველოს საპატრიაქროს შეშფოთების მიზეზი ხდება.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქართველი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალოცავია, ტელეკომპანია „ატევეს“ დიზაინ ჯგუფმა კლიპისთვის გადასაღებ მოედნად გამოიყენა. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ფაქტის სასწრაფო გამოძიებისა და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო რელიგიის საბჭომ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, ტელეკომპანია АТВ-მ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქართული სალოცავის – ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ კლიპი არავის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.

„საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოხატული შეშფოთების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ამ კლიპის გაშვება შეწყვეტილიყო. ეკლესიებში ფილმის გადაღება ჩვენთვის უცხო არ არის. ჰოლივუდშიც კი მაყურებელს სთავაზობენ მსგავს სცენებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სცენები გადაღებული იქნებოდა მეჩეთში, თუ ეკლესიაში. სადაც მიმდინარეობს მუშაობა, იქ შესაძლოა, დაშვებული იქნეს შეცდომებიც. თუმცა, ეს შეცდომა არანარიად არ უკავშირდება საქართველოში რელიგიური სალოცავების შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

აზერბაიჯანული კერძო ტელეკომპანია „ატევეს“ დიზაინის ჯგუფმა ახალი სატელევიზიო რგოლის გადასაღებად გადასაღებ მოედნად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი გამოიყენა. კადრებიდან ჩანს, რომ მსახიობები ქურმუხის ეკლესიის საკურთხეველსა და კედლებზე დახტიან და ლექართის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი ტაძრის სახურავზე ძვრებიან.

ვიდეოს ეთერში გასვლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფალებებს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარის გამო სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სოციალურ ქსელ facebook – ზე არქიმანდრიტ დემეტრეს მხარდამჯერთა საზოგადოებამ გაავრცელა შემდეგი განცხადება : “აზერბაიჯანული კერძო ტელეკომპანიის ახალი სატელევიზიო რგოლი ადგილობრივი, და არამარტო, ქართველი მართლმადიდებლებისათვის შეურაცხმყოფელი გახლავთ.
აღნიშნული ფაქტი განსაკუთებულ შეშფოთებას იწვევს ბევრი მიზეზის გამო:
• ვიდეორგოლში ჩანს ტაძრის საკურთხეველში „რელიგიური“ პირების კედლებზე „ხტუნაობა“, კედლების რღვევის ფაქტები. დუბლის რაოდენობასაც თუ გავითვალისწინებთ, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ფაქტები სახეზეა;
• ტელეკომპანიამ გადასაღებ მოედნად გამოიყენა ლექართის წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსიც, სადაც კლიპის პერსონაჟები კომპლექსის შემადგენელი ნაგებობების სახურავებზე ჩანან, აქაც შენობების კედლების რღვევის ფაქტები ვლინდება. სამწუხაროდ, აქაც ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისადმი უდიერი დამოკიდებულება იკვეთება…
ამ საკითხთან დაკავშირებით შეგროვდება ხელმოწერები და მიმართვას პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანთ. მიმართვას დავურთავთ ვიდეომასალასაც. ” შეკრება გაიმართება საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან , 11 სექტემბერს , 11:30 საათზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი