მთავარი რეგიონი ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

0 735

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილია ერთი მამაკაცი, მეორე მამაკაცს კი სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაჭრილი მარკეტის მფლობელია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი