მთავარი მეცნიერება ქართველი მკვლევარის თორნიკე შურღულაიას სტრატეგიული მნიშვნელობის ნაშრომმა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაინტერესება გამოიწვია

ქართველი მკვლევარის თორნიკე შურღულაიას სტრატეგიული მნიშვნელობის ნაშრომმა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაინტერესება გამოიწვია

0 769

გლობალური უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების ქართველი მკვლევარის თორნიკე შურღულაიას ნაშრომმა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაინტერესება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღნიშნული ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ნაშრომი, რომელიც საქართველოს მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ეხება, წარმატებით იყიდება ევროპის ქვეყნების, ამერიკის, ბრიტანეთის და იაპონიის წიგნის მაღაზიებში.

ისტორიის დოქტორის, პროფესორის, ამერიკანისტისა და გლობალური უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების მკვლევარის თორნიკე შურღულაიას 92-გვერდიანი სტრატეგიული მნიშვნელობის წიგნი სათაურით „US Foreign Policy Towards Georgia“, 2015 წლის 3 მარტს გერმანიაში Scholars’ Press-ის გამომცემლობამ დაბეჭდა.

ნაშრომი ამერიკაში 66 აშშ დოლარი, ბრიტანეთში 44 ფუნტი, ხოლო გერმანიასა და დანარჩენ ევროპაში 59 ევრო ღირს. როგორც გერმანიის სამეცნიერო ნაშრომების გამომცემლობის საბჭო განმარტავს, ნაშრომი შეფასდა, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის და ამიტომაც განისაზღვრა აღნიშნული ფასი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი