მთავარი კულტურა ქალბატონი ლიანა ისაკაძე და მსოფლიო კამერული ანსამბლი საქველმოქმედო კონცერტს მართავს

ქალბატონი ლიანა ისაკაძე და მსოფლიო კამერული ანსამბლი საქველმოქმედო კონცერტს მართავს

ქალბატონი ლიანა ისაკაძე და მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ 4 სექტემბერს საქველმოქმედო კონცერტს უძღვნიან სოლიდარობის ფონდის ბავშვებს.

კონცერტში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები დენის შაპოვალოვი (ჩელო) და მუჰაი ტანგი (დირიჟორი).

ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადმოეცემა სოლიდარობის ფონდს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

საქველმოქმედო კონცერტი 4 სექტემბერს საღამოს 8 საათზე გაიმართება თბილისში სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში.

თუკი გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების თანადგომის საქმეში, გთხოვთ შემოგვიერთდეთ კამერული მუსიკის არაჩვეულებრივ საღამოზე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონცერტის ორგანიზატორებს შემდეგ ტელეფონებზე: 14 177 117 ან 595 100 180.

საუკეთესო სურვილებით,

საქართველოს სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი