მთავარი უბედური შემთხვევა ტაჯიკეთში მილიციის თანამშრომლებსა და ყოფილ სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთში მილიციის თანამშრომლებსა და ყოფილ სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთის დედაქალაქში მილიციის განყოფილებაზე ბოროტმოქმედთა ჯგუფის თავდასხმის შედეგად, საერთო ჯამში, 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯუნაიდულო უმაროვმა მოაწყო. ინციდენტი დუშანბეს აეროპორტის სიახლოვეს მოხდა. ბოროტმოქმედებსა და სამართალდაცველ ორგანოებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი მებრძოლი და ავტოინსპექციის ერთი თანამშრომელი, ხოლო მილიციის ერთი თანამშრომელი კი დაიჭრა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი