მთავარი საზოგადოება სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა ნაწილობრივ გაიხსნა

სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა ნაწილობრივ გაიხსნა

0 1852

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა ნაწილობრივ გაიხსნა. მოძრაობა დღეს, დილიდან, შესაძლებელია თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ასევე ხილიანის ქუჩაზე გადასვლა და ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა.

უახლოეს დღეებში ცალმხრივად აღდგება გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით და გვირაბი, რომელიც იპოდრომის ტერიტორიას ახალ გზასთან აკავშირებს. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველა დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია.

„ძალიან შეზღუდულები ვიყავით დროში, სტიქიაც ზაფხულის პერიოდში დაგვემთხვა და რეაბილიტაციაც ზაფხულის პერიოდში უნდა მოგვესწრო. ჩაწყვეტილი მონაკვეთები, როგორც გზაზე, ასევე გვირაბების თითქმის ყველა სათავისი იყო დაზიანებული. პროცესი გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ყველა დაზიანებული ფრაგმენტის თუ მონაკვეთის რეაბილიტაციას დავასრულებთ“,-განაცხადა სუდაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი