მთავარი უცხოეთის ამბები სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს აფრთხილებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს აფრთხილებს

„სხვადასხვა კალიბრის იარაღისა და ნაღმტყორცნის გამოყენებით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხურ-აზერბაიჯანული საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთზე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი დაარღვია“, – როგორც საქართველოს სომეხთა სათვისტომოში აცხადებენ, სომხეთის რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად, ტავუშის რეგიონში არაიან დაღუპულები მშვიდობიანი მოსახლეები.

„აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების წინ აზერბაიჯანული მხარე მუდმივად მიმართავს პროვოკაციულ ქმედებებს და საზღვარზე, მიზანმიმართულად დაძაბულობას ქმნის. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ინიციატივებს უგულებელყოფს და პერიოდულად ვითარების დესტაბილიზაციას აწყობს.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მზაკვრული ტაქტიკის შედეგია, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ირგვლის გაეროს მინსკის ჯგუფის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების ლოგიკასა და საერთაშორისო სამართლის ჰუმანიტარულ ნორმებს ეწინააღმდეგება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს მოუწოდებს, თავის შეიკავოს ნაბიჯებისგან, რომლებიც ვითარების გამწვავებისკენ არის მიმართული და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

„სომხეთთან მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების აზერბაიჯანულ მოსახლეობას კი მოვუწოდებთ, აღარ მისცენ საკუთარ სამხედროებს უფლება, გამოიყენონ მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნის სახით. აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების შეკავებისა და საზღვარზე შექმნილი ვითარების სტაბილიზების მიზნით სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ ქმედებებს მიმართავენ, რომელთა შედეგების სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი