მთავარი უცხოეთის ამბები სირიის ავიაციამ მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე

სირიის ავიაციამ მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე

სირიის ავიაციამ მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა პალმირასა და იდლიბში “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე. საერთო ჯამში ავიაგამანადგურებლებმა 25 იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა პალმირაში, მათ შორის 12 მებრძოლი.

17 ადამიანი ემსხვერპლა დაბომბვებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, სირიის ავიაცია იერიშის დროს ახალ იარაღს იყენებს, რომლითაც სამთავრობო არმია, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ მოამარაგა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი