მთავარი პოლიტიკა „საქართველო კონტინენტზე პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ხელს მოაწერს”...

„საქართველო კონტინენტზე პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ხელს მოაწერს” – ირაკლი ღარიბაშვილი

0 789

ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა ჩინეთ-საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო კავშირებსა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

„საქართველო კონტინენტზე პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ხელს მოაწერს. ეს ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს გაზრდის. ჩვენ ჩინეთში ექსპორტს გავზრდით, ქართული ღვინო ძალიან პოპულარულია, გირჩევთ, გასინჯოთ. საერთო ჯამში, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ურთიერთობა უფრო მაღალ ეტაპზე გადაჰყავს,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან მოლაპარაკებაც გამართა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი