მთავარი პოლიტიკა “სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”

“სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”

0 680

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ვენესულესა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს.

“2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა”, რითიც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შესაბამისად, კარაკასსა და სოხუმს შორის ნებისმიერი შეთანხმება, იქნება ეს ვენესუელაში „აფხაზეთის საელჩოს” გახსნა, „აფხაზეთში ვენესუელის ელჩის” დანიშვნა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა, ე.წ. „უვიზო რეჟიმის” შემოღება თუ სხვა, იმთავითვე უკანონოა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი