მთავარი საზოგადოება საბავშვო ბაღის ტერიტორიას მოსახლეობა დარაჯობს – ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

საბავშვო ბაღის ტერიტორიას მოსახლეობა დარაჯობს – ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

გამსახურდიას 23 ნომერში მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში საბავშვო ბაღის იმ ტერიტორიას დარაჯობდა, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.

სამშენებლო კომპანიამ მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე გუშინ გამთენიისას შეიყვანა. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ავარიული კორპუსია, დემონტაჟი და ახალი მშენებლობა კი მათ საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

მათ მოთხოვნებს ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იზიარებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი