მთავარი საზოგადოება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.

კონსტიტუციაში და შემდეგ უკვე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად დღეს 14 პოლიტიკური პარტია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა. ჯგუფის წევრები მსჯელობენ თუ როგორი უნდა იყოს სამოქმედო გეგმა რათა მომდევნო არჩევნებისათვის, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება მაჟორიტარული არჩევნების სისტემა გაუქმდეს.

”თავისი სირთულით და მასშტაბურობით და პრობლემატურობით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საზღვრების გადახედვა უფრო რთულია და დროში უფრო გაწელილია ვიდრე მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო მარტივად განსახორციელებელია,”- განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი