მთავარი უცხოეთის ამბები კონფლიქტები რუსეთის 28 უპილოტო თვითმფრინავი სირიაში

რუსეთის 28 უპილოტო თვითმფრინავი სირიაში

რუსეთმა სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში 28 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის მოიერიშეები და ბომბდამშენები გადაისროლა. ინფორმაციას სააგენტო AFP სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმითვე,  სირიაში სამხედრო ბაზაზე იმყოფება 20 საბრძოლო და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

არსებული ინფორმაციით, რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა უკვე დაიწყეს სირიის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენების განხორციელება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი