მთავარი უცხოეთის ამბები პეტრო პოროშენკოს სპეციალური მიმართვა

პეტრო პოროშენკოს სპეციალური მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადასთან დღეს განვითარებულ მოვლენებს ანტიუკრაინული აქცია უწოდა. პეტრე პოროშენკოს თქმით, აქციის ორგანიზატორებმა ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა სამართადამცავებს საქმის გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით პოროშენკომ დღეს თავის სპეციალურ გამოსვლაში ისაუბრა, რომელიც უმაღლეს რადასთან მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით სპეციალურად დაიგეგმა:

”რა შეიძლება ეწოდოს ამ მოვლენას, თუ არა ზურგში მახვილის ჩაცემა. ეს იყო ანტიუკრაინული აქცია, რომლის გამოც მისმა ყველა ორგანიზატორმა, ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა პასუხი მკაცრად უნდა აგოს. ”-განაცხადა პოროშენკომ და პირობა დადო, რომ ის ამ გამოძიებას მკაცრად გააკონტროლებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი