მთავარი საზოგადოება ოთარ დანელია: ,,ჩვენ სოციალურ ქსელში თვალყურს ვადევნებთ და ხდება კახელებისგან მტრის ხატის...

ოთარ დანელია: ,,ჩვენ სოციალურ ქსელში თვალყურს ვადევნებთ და ხდება კახელებისგან მტრის ხატის შექმნა”

0 1762

ჩვენ სოციალურ ქსელში თვალყურს ვადევნებთ და ხდება კახელებისგან მტრის ხატის შექმნა. თითქოს ეს ხალხი არის უმადური, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გადაცემა „ არჩევანში,“ განაცხადა, რომელიც „რთველი 2015“ -ის მიმდინარეობას დაეთმო.
მინისტრმა ოპონენტ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ კახელი მევენახეების სიტუაციით არ ისარგებლონ და პოპულისტური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
„ძალიან ცუდ სახეს იღებს ზოგადად ეს ტენდენცია. ჩვენ სოციალურ ქსელში თვალყურს ვადევნებთ და ხდება კახელებისგან მტრის ხატის შექმნა. თითქოს, ეს ხალხი არის უმადური, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ძალიან საშიში ტენდენციაა. მე მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პოპულისტ პოლიტიკურ ძალებს, დაანებონ ამ თემით სპეკულაციას თავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს ინტერესებში. იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ორხმრივია. ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. თუ გვინდა, რომ ჩვენ ჯანსაღად განვავითაროთ დარგი, მაშინ ეს არის სწორი პროცესი. ჩვენ 2 ქარხანას ვაშენებთ და მომავალ წელს ამ პერიოდისთვის სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ადგილობრივებს შეეძლებათ ყურძნის ჩაბარება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაცემის მსვლელობის დროს ხაზი გაუსვა, რომ კახელი მევენახეებისთვის ყურძნის რეალიზაციისთვის სხვა საშუალებებზეც ისაუბრა.
„როდესაც გლეხს მოსავალი მოჰყავს, ის ჰყიდის ბაზარში. გარდა ამისა, ჩვენ მევენახეებს შევთავაზეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყურძნის რეალიზაცია. საუბარია 25 ათას ტონაზე, რომლის მოთხოვნაც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში არსებობს, თუმცა დღეს, ამაზე ამ გადაცემაში არავინ საუბრობს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი