მთავარი საზოგადოება ოთარ დანელია პარლამენტში რთვლის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს

ოთარ დანელია პარლამენტში რთვლის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და აგრარულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „რთველი 2015“-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
სხდომას ღვინის კომპანიის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მევენახეები დაესწრებიან.
პარლამენტში ოთარ დანელიას გამოსვლა მინისტრისა და შესაბამისი კომიტეტების წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა.
მინისტრმა სხდომაზე ინფორმაციის მიწოდების სურვილი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გამოთქვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი