მთავარი საზოგადოება მატროსოვის ციხეში ადვოკატების განცხადება არ ჩაიბარეს

მატროსოვის ციხეში ადვოკატების განცხადება არ ჩაიბარეს

ამ წუთებში ხალხმრავლობაა ე.წ. მატროსოვის ციხესთან. გიგი უგულავას ადვოკატებმა დაწესებულებასთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზულაციო ნაწილი მიიტანეს, თუმცა მატროსოვის ციხეში ადვოკატების განცხადება არ ჩაიბარეს.

“გთხოვთ, რომ გადასცეთ, გადაეცით ხელმძღვანელ პირს,”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამ მოთხოვნაზე დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრესცენტრს უნდა მიმართონ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, გიგი უგულავა უკანონო პატიმარია და მისი პატიმრობაში დატოვება სისხლის სამართლის დანაშაულია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი