მთავარი საერთო კეთილმოწყობის სამსახური უარყოფს ფასიან გადაადგილებას თბილისის ქუჩებში

კეთილმოწყობის სამსახური უარყოფს ფასიან გადაადგილებას თბილისის ქუჩებში

0 640

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილით მოძრაობა ფასიანი ხდება. სუდაძის თქმით ეს სქემა, სხვადასხვა ქალაქებში საცობებისგან განმუხვტის აპრობირებული მეთოდია, თუმცა თბილისის მერიაში აღნიშნული სქემა არ განხილულა.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ გუშინ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, რომ საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.

„ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქის სწორ განვითარებას, დიდ ხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან სხვა რომელიმე მეთოდით იქნება განტვირთული,“ – განაცხადა სუდაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი