მთავარი პოლიტიკა კახა კალაძე: ,,თავს შევიკავებ გავაკეთო განცხადებები, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს”

კახა კალაძე: ,,თავს შევიკავებ გავაკეთო განცხადებები, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს”

0 1996

თავს შევიკავებ გავაკეთო განცხადებები, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა “20 30″-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.
„თავს შევიკავებ გავაკეთო განცხადებები, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ, ჩემი გუნდის საწინააღმდეგოდ. თითქოს მთავრობა ერევა ფეხბურთის არჩევნებში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი ჩარევა არ იქნება. თუ ჩარევაში გულისხმობენ იმას, რომ კონკრეტული პიროვნების, ერთ-ერთი კანდიდატის, მაგალითად, რევაზ არველაძის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელები – თოფაძე, ტყემალაძე მყავს მხედველობაში და ისინი ღიად აფიქსირებენ ბატონი რევაზ არველაძის მხარდაჭერას, ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება ამაზე გავაკეთოთ აქცენტი.
ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი შეხედულება გამოთქვას კონკრეტულ მიმართულებაზე და ასევე ფეხბურთზეც. ხოლო ის, რომ ჩვენ გარკვეული ადამიანებისაგან ვისმენთ თითქოს ხელისუფლება ერევა, უხერხულია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ამ ადამიანებმა თავი შეიკავონ, რადგან თვითონ ეს ადამიანები გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეხბურთის ფედერაციაში კონკრეტულ თანამდებობებზე დასმული“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებზე სამი კანდიდატი: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია არიან დარეგისტრირებულები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი