მთავარი უცხოეთის ამბები ირანში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ირანში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ირანში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. რადიო “თავისუფლების” ცნობით, სტიქიას დედაქალაქ თეირანში ექვსი ადამიანი, ხოლო სამხრეთით მდებარე პროვინცია ჰორმაზაგანში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია რვა ადამიანი. ამ დროისთვის სტიქიის ზონებში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი წყალდიდობა ირანში ივლისშიც მოხდა. მაშინ სტიქიას 11 ადამიანი შეეწირა

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი