მთავარი მედიცინა თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2017 წლის დეკემბერში გაკეთდება

თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2017 წლის დეკემბერში გაკეთდება

0 1530

თავის  გადანერგვის ოპერაცია, რომელსაც იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავერო უხელმძღვანელებს,  2017 წლის დეკემბერში გაკეთდება. რუსი პროგრამისტი, 30 წლის  ვალერი სპირიდონოვი, რომელიც  თანდაყოლილი ზურგის კუნთების ატროფიას  განიცდის, ოპერაციაზე თანახმაა, თუნდაც წარუმატებლად დასრულდეს.

ოპერაცია სავარაუდოდ,  36 საათს გაგრძელდება, ხოლო ოპერაციის ხანგრძლივობის გამო, სხეული და თავი უნდა გაიყინოს, რათა  ქსოვილებმა  დაშლა არ დაიწყოს.

ოპერაციის ღირებულება 11 მლნ დოლარს შეადგენს. ტრანსპლანტაცია  ამერიკაში ჩატარდება, რადგან რუსეთის კანონმდებლობა ამ სახის ოპერაციებს კრძალავს.

კანავერო  დარწმუნებულია საუკუნის პროექტის წარმატებაში, თუმცა მის  ზოგიერთ  კოლეგას ამის არ სჯერა და ფანტასტიკურ წამოწყებას უწოდებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი