მთავარი საზოგადოება ზურაბ ჭიაბერაშვილი სამედიცინო სფეროში ინფლაციაზე საუბრობს

ზურაბ ჭიაბერაშვილი სამედიცინო სფეროში ინფლაციაზე საუბრობს

0 2070

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სამედიცინო სფეროში ინფლაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია

“გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 9 თვეზე დაგეგმილი ბიუჯეტი კიდევ ერთხელ, 419 მლნ ლარამდე გაზარდა. სხვაგვარად, იგი უბრალოდ გადარიცხვებს ვეღარ განახორიელებდა. საიდან მოვიდა ეს დამატებითი ფული? – იკითხავთ თქვენ. მე-4 კვარტლის ასიგნებებიდან, სადაც ახლა მხოლოდ 51 მლნ ლარია დარჩენილი, ანუ ერთი თვის (ოქტომბრის) ფული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი კი ცარიელია. კარგი, ბატონო, ვერ (ან არ) დახარჯა ნოდარ ჯავახიშვილმა ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი თანხები და მას საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაისვრიან, ანუ გაიზრდება სოციალური ხარჯის წილი ბიუჯეტში, ანუ მოხდება ის, რაც არ უნდა მოხდეს, თუკი ლარის კურსი გვადარდებს. რა მოხდა მერეო, იტყვის სოციალისტი ანუ ქოცი, ამ დამატებითი ფულით ხომ ვიღაცას უმკურნალესო. უდაოდ, მაგრამ იქნებ ისიც გავიზროთ, როგორ “ეხმარება” ასეთი ხარჯვა ფასების ინფლაციას სამედიცინო სფეროში და როგორ უბრუნდება ეს ყოველივე უკან ბუმერანგივით ათასობით გაჭირვებულის ისედაც ცარიელ ჯიბეს. ზუსტად იგივეა, 2013 წელს დენში 1 თეთრით ნაკლებს რომ გვახდევინებდნენ და ახლა 6 თეთრით გაგვიძვირეს”, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი..

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი