მთავარი საზოგადოება “ზურაბ სოტკილავამ მწარედ უარყო აფხაზების შეთავაზება”

“ზურაბ სოტკილავამ მწარედ უარყო აფხაზების შეთავაზება”

ჟურნალისტი ნათია კობერიძე სოციალურ ქსელში ცნობილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას შესახებ წერს, რომელმაც აფხაზების შეთავაზება არ მიიღო.

“ზურაბ სოტკილავას, სოხუმელს, რუსულ არხზე აფხაზებმა სოხუმში ჩასვლა და მშობლების საფლავის მონახულება შესთავაზეს, თან ვიდეო აჩვენეს და ცრემლებში კინაღამ დაახრჩვეს ჭარმაგი ტენორი.

სოტკილავამ მწარედ უარყო შეთავაზება, აფხაზებს პირში უთხრა, ათასობით დევნილი ვერ ჩადის და მე რა სინდისით ვისარგებლო ამ პრივილეგიითო!”, – წერს კობერიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი