მთავარი რეგიონი ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩის გარე განათება დასრულდა

ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩის გარე განათება დასრულდა

0 2073

ზუგდიდში ტოლსტოის ქუჩის გარე განათება დასრულდა. შესრულებული სამუშაოები ქალაქ ზუგდიდის მერმა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ამ ქუჩის განათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
,,ტოლსტოის ქუჩას გამყოფ ზოლად რკინიგზის ლიანდაგი გასდევს, სწორედ ამიტომაც, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, იგი ორივე მხარეს განათდა. აღსანიშნავია, რომ ქუჩებზე ენერგოეფექტური ლედნათურები მონტაჟდება, რაც ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ეკონომიას განაპირობებს. განათებების მონტაჟი ქალაქ ზუგდიდის ქუჩებში მომავალშიც გაგრძელდება” – განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი