მთავარი უცხოეთის ამბები ვლადიმერ პუტინმა დუმას კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც დსთ-ს სივრცეში დოლარზე უარის თქმას ითვალისწინებს

ვლადიმერ პუტინმა დუმას კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც დსთ-ს სივრცეში დოლარზე უარის თქმას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც დსთ-ს სივრცეში დოლარზე უარის თქმას ითვალისწინებს. “ვესტი ეკონომიკის” ინფორმაციით, კანონპროექტი რუსეთს, სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ერთიანი ფინანსური ბაზრის შექმნას ითვალისწინებს.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი შეთანხმებით, რომლის სახელწოდებაა “შეთანხმება დსთ-ს მონაწილეთა თანამშრომლობის შესახებ ინტეგრირებული სავალუტო ბაზრის ორგანიზების თაობაზე” შეიქმნება მექანიზმი, რომელიც დოლარსა და ევროზე უარის თქმის საშუალებას შექმნის.
ევრაზიული კავშირის ფარგლებში უკვე განხილულია შესაძლებლობა ეროვნულ ვალუტებზე გადასვლასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, რუსეთს, ბელორუსს, სომხეთსა და ყაზახეთს შორის, შეთანხმების თანახმად, ურთიერთანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უკვე 2025-2030 წლებში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი