მთავარი განათლება „ეს არის ძალიან რისკიანი თემა“ – მეორად ჩარიცხვებს სავარაუდოდ, არ დანიშნავენ

„ეს არის ძალიან რისკიანი თემა“ – მეორად ჩარიცხვებს სავარაუდოდ, არ დანიშნავენ

0 713

უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დარჩენილი აბიტურიენტებისთვის მეორად ჩარიცხვებს, სავარაუდოდ არ დანიშნავენ. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ თემა რისკიანია.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან რისკიანი თემა, იმიტომ, რომ ბევრ სხვა სტუდენტს შეეხება, რომლებიც ამას ნამდვილად არ იმსახურებენ. მათ ყველაფერი გააკეთეს – არჩევანიც გააკეთეს, ყველაფერიც გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს სტუდენები ყოფილიყვნენ“, – ამბობს მინისტრი.

აბიტურიენტები უნივერსიტეტების არჩევისას გამოვლენილ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობენ და აქციებს არ წყვეტენ. ისინი გეგმავენ, განათლების სამინისტროდან კანცელარიისკენ გადაინაცვლონ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი