მთავარი საზოგადოება ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება

ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მრჩევლის, ბასა ჯანიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება. 
ამის შესახებ ბასა ჯანიკაშვილმა დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან უპასუხა ეკა მიშველაძის შეკითხვას, თუ რატომ დაიხურა მისი გადაცემა. 
“ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია,  წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა”, – განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა. 
მისივე განცხადებით, არის ინტერესთა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეს მიყავდეს პოლიტიკური გადაცემა, რაზეც ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილს უთხრა, რომ მაუწყებლის კოდექსს ის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მსგავსი რამ იქ არ წერია. ამის შემდეგ ჯანიკაშვილმა შეხვედრაზე წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან – “საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ აუნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს”. 
“გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პატრიაშვილს გაყვა ცოლად. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი