მთავარი საზოგადოება “ევროსასამართლოში არის უგულავას საქმე და ეს მოვლენებიც ასახვას ჰპოვებს” – გიგა ბოკერია

“ევროსასამართლოში არის უგულავას საქმე და ეს მოვლენებიც ასახვას ჰპოვებს” – გიგა ბოკერია

“ევროსასამართლოში არის უგულავას საქმე და ეს მოვლენებიც ასახვას ჰპოვებს” – ამის შესახებ განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერიას თქმით უგულავას თანაგუნდელები და ადვოკატები მშვიდობიანი პროტესტისა და სამართლებრივი მექანიზმების ყველა ფორმას გამოიყენებენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.

გიგა ბოკერიამ დღესვე კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურების შესახებაც გააკეთა. ბოკერიას თქმით ეს არის სასამართლოსა და საზოგადოების დაცინვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი