მთავარი უცხოეთის ამბები ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად ერთ მლრდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად ერთ მლრდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე მიიღეს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, თანხა ლიბანში, იორდანიასა და თურქეთში მოქმედ გაერო-ს წარმომადგენლობას გადაეცემა. ხოლო ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მიგრანტების დიდი რაოდენობა ჩავიდა, დევნილთა სპეციალურ ცენტრებს გახსნიან. ევროპელი ლიდერები ასევე, ევროკავშირის გარე საზღვრების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
მანამდე, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 120 000 მიგრანტს ევროკავშირის ქვეყნებში კვოტირების სისტემით გადაანაწილებენ. აღნიშნულ გეგმას აპროტესტებენ სლოვაკეთი, ჩეხეთი, რუმინეთი და უნგრეთი.
გაერო-ს მონაცემებით, წელს ევროპის ქვეყნებში 300 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი