მთავარი მედია „დღეს დანიშნა ვიღაცა სექს-მოდელი პოლიციის პრესცენტრად”- სექსისტური გამონათქვამები ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში

„დღეს დანიშნა ვიღაცა სექს-მოდელი პოლიციის პრესცენტრად”- სექსისტური გამონათქვამები ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ დავით აქუბარდიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა პარტია „ტრადიციონალისტების“ ლიდერი, აკაკი ასათიანი. უკრაინაზე საუბრისას, სტუმარი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა:

„დღეს დანიშნა ვიღაცა სექს-მოდელი პოლიციის პრესცენტრად. არა, გოგოა, უნდა ნახო.. მე დავნიშანვდი პრემიერად. მაგრამ გააფრინა იმან. იმის მაგივრად, რომ გაიცინო რა, გაიცინე გაიღიმე, დაძაბული უყურებს, მამალი მგელივით“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია, რომ მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გამყარებას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #7 მუხლში კი აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს მისი თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან სხვა რაიმე ნიშნით.

მუხლის განმარტებაში კი წერია, რომ პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ წარმოთქმულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. ჩანაწერის შემთხვევაში კი, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია.

თამარ კარელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი