მთავარი პოლიტიკა „ბოტასების ქურდი ფარცხალაძე ხელმძღვანელობს პროკურატურას“ – მაქაცარია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

„ბოტასების ქურდი ფარცხალაძე ხელმძღვანელობს პროკურატურას“ – მაქაცარია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

0 637

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. გამოძიება 2005 წელს განხორციელებული უკანონო ნაგებობების დემონტაჟით დაინტერესდა.

„ახლა გაახსენდა პროკურატურას, რომ თურმე რაღაც პროცესუალური დარღვევები ყოფილა. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ არანაირი პროცესუალური დარღვევები არ ყოფილა. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ იმ პროცესში ჩემი მუშაობის პერიოდში ყველაფერი ხდებოდა კანონის სრული დაცვით.

რაც შეეხება პროკურატურას, ის ასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ მითითებას ხელისუფლების მხრიდან და დღეს, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე ხელმძღვანელობს ამ პროკურატურას და ყველა იმ საქმეს, რომელიც მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ, რათა გაანეიტრალოს პოლიტიკური ოპონენტების აქტიურობა სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა მაქაცარიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი